30-07-2018
2018 წლის 17-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის (იტალია) პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს არა მარტო ტექნიკურ მიმართულებებს, არამედ მენეჯმენტის, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებს.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებს და სხვ.
ონლაინრეგისტრაციისა და ნაშრომების ატვირთვის ბოლო ვადაა 2018 წლის 4 სექტემბერი, 23:59 სთ.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ვებგვერდზე.
სიახლეებში დაბრუნება