23-07-2018
კატანიის უნივერსიტეტი (კატანია, იტალია) აცხადებს კონკურსს საბაკალავრო, სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად 2018-2019 სასწავლო წლისათვის.
საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წელს გამოყოფილია 23 სტიპენდია. ინფორმაცია სასწავლო გრანტებთან დაკავშირებით მოცემულია კატანიის უნივერსიტეტის
ვებგვერდზე.
სასტიპენდიო პროგრამების მიმართულებებია ფიზიკა, ქიმიური ინჟინერია სამრეწველო მდგრადობისთვის, ელექტროინჟინერია, გლობალური პოლიტიკა და ევრო-ხმელთაშუაზღვის კავშირი და სხვა.
ონლაინაპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.
სიახლეებში დაბრუნება