პასაუს უნივერსიტეტის EDF სტიპენდიების პროგრამა - 2018/19 აკადემიური წელი
15-07-2018
პასაუს უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს EDF სტიპენდიების პროგრამას - "პასაუს უნივერსიტეტის განათლება დემოკრატიისთვის სტიპენდიები“ (Education for Democracy Scholarship of the University of Passau), 2018-2019 სასწავლო წლისათვის.
EFD სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ორი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ პასაუს უნივერსიტეტში.