7 მარტს 17 საათზე სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში ქალთა დღესთან დაკავშირებით სტუ-ს თანამშრომელი ქალბატონებისთვის გაიმართება კონცერტი თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის «ბიგ-ბენდის» მონაწილეობით. საორკესტრო გუნდთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მომღერლები: მაია ბარათაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ბორის ბედია, ზაურ შავგულიძე, გენო ნადირაშვილი, ტონი ომეილი (დიდი ბრიტანეთი).