მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პრეზენტაცია

პრეზენტაცია

28-02-2008
"სტუ- კურსდამთავრებულთა კლუბის" პრეზენტაცია
 
 
2008 წლის 28 თებერვალს გალერეა "უნივერსში" (სტუ- I კორპუსი) სტუ- კურსდამთავრებულთა ინიციატივით დაფუძნდა "სტუ- კურსდამთავრებულთა კლუბი".
 
კლუბის შექმნის მიზანს წარმოადგენს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა ორგანიზაციებში სტუდენტების სტაჟირება, მათთვის სწავლის პროცესში ხელშეწყობა; თანამშრომლობა, როგორც უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციასთან, ასევე სტუდენტებთან, სხვადასხვა ხასიათის შეხვედრების გამართვა, ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა და სხვა.
 
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კავშირი საქართველოში პირველად იქმნება, თუმცა ანალოგიური კლუბების არსებობა დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მასშტაბებით მიღებული ფორმაა.
 
კლუბის დამფუძნებლები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი პირები,  რომლებიც სხვადასხვა წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მათ შორის: TBC ჯგუფის დამფუძნებელი  მამუკა ხაზარაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გურამ საღარაძე, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ბიზნესმენები ზურაბ ცქიტიშვილი («ამალთეა»), გოგი ბურჭულაძე («სახალხო ბანკი») და სხვები.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11