ქართული | ENGLISH
კონტაქტი | საიტის რუკა | ძებნა
განცხადება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 211349192
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)
განცხადება
დოქტურანტურაში ჩაბარების მსურველთათვის
კვლევითი პროექტის შეფასების კრიტერიუმები და გაფორმების წესი
განცხადება
2021 წლის 21 ივლისს, 14.00 საათზე, სტუ-ის III კორპუსის პროფესორ ნ. თევზაძის სახელობის №239 აუდიტორიაში შედგება დოქტორანტ ავთანდილ ჯღამაძის დისერტაციის დაცვა. სადისერტაციო თემა „მუხრანის არტეზიული აუზის ჰიდროგეოლოგია და მტკნარი მიწისქვეშა წყლების რესურსები“. სამეცნიერო თანახელმძღვანელები: ასოც. პროფესორი ხათუნა ავალიანი და ქმდ ვახტანგ გვახარია; რეცენზენტები: ირაკლი მიქაძე (გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი) და ნანა ზაუტაშვილი (სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი).
2021 წლის 20 ივლისს,14.00 საათზე, სტუ-ის III კორპუსის პროფესორ ნ. თევზაძის სახელობის №239 აუდიტორიაში შედგება დოქტორანტ ალექსანდრე რაზმაძიის დისერტაციის დაცვა. სადისერტაციო თემა „დასავლეთ გარეკახეთის ორ და სამგანზომილებიანი სტრუქტურული მოდელირება, ნახშირწყალბადების დამჭერების (გეომეტრიის) და პროგნოზირების მიზნით“. სამეცნიერო თანახელმძღვანელები: ასოც. პროფესორი დავით ბლუაშვილი და გეოლოგიის დოქტორი ვიქტორ ალანია; რეცენზენტები: პროფესორი თეიმურაზ ბარაბაძე (სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი) და დავით ზაქარაია (გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი)
სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განცხადება
2021 წლის 16 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის „საინჟინრო გეოდეზიის“ " დოქტორანტ კალენიკე გაბეჩავას დისერტაციის დაცვა სტუ-ის III კორპუსის პროფესორ ნ. თევზაძის სახელობის №239 აუდიტორიაში. სადისერტაციო თემა: „ქ. თბილისის კადასტრის წარმოების მეთოდიკის სრულყოფა“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ფატიმა ქვაცაბაია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია RMG-ის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 25 წარმატებულ სტუდენტს სტიპენდია დაენიშნა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტების საუკეთესო სტუდენტები კომპანია RMG-გან ერთი წლის განმავლობაში ფულად პრიზს მიიღებენ.
საუკეთესო სტუდენტებს კომპანია RMG-მ საწარმო ტერიტორიაზე უმასპინძლა და პირველი ინდუსტრიული ტურიც მოუწყო.
გახდი წარმატებული სტუდენტი და მოიპოვე დამატებითი სტიპენდია!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი №003
26 მარტს 11:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ჩატარდება ონლაინკონსულტაცია Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: სტუ-ს რექტორმა დ. გურგენიძემ და ARMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თ. ლიპარტიამ რომლებმაც აღნიშნეს თუ რა სარგებელი მოაქვს დამსაქმებელსა და უმაღლესი სასწავლებელს შორის მჭიდრო ურთიერთობას. დირექტორის მოადგილემ გ. ჩხეიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია გაწეული საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კოვიდით გამოწვეული შეფერხებების შემდეგ საჭიროა განახლდეს მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, განახლდება სასტიპენდიო პროგრამა. აგრეთვე ისეთი პროექტები როგორიცაა სტუდენტთა სტაჟირების, საზაფხულო სკოლის, სპეციალისტთა ინდივიდუალური განვითარების, სასწავლო და საგასაცნობო პრაქტიკის, საერთაშორისო სტუდენტური პროექტები. გარდა ამისა ARMG ჯგუფი დახმარებას გაუწევს ფაკულტეტს ლაბორატორიული ბაზის ტექნიკურ გადაიარაღებაში, სახელმძღვანელოების გამოცემაში, საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირებაში, სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში და სტუ-ს 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახლდეს 2017 წლის 1 დეკემბერს სტუ-სა და ARMG-ის შორის დადებული მემორანდუმი. მონაწილე მხარეებს ექნებათ გაფართოებული ვალდებულებები თანამედროვე მოთხოვნილებების გათვალისწინებით.