საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები და მოვლენები

27 ოქტ

ინსტიტუტი „ტექინფორმი“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO - ს მხარდაჭერით აგროსფეროს სპეციალისტებისა და მეცნიერთათვის ონლაინ სემინარს ატარებს

30 ოქტომბერს,  12:00 საათზე   ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს მხარდაჭერით AGRIS-ის (სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემა) შესახებ  ონლაინ სემინარს ატარებს
26 ოქტ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შექმნილი 8 პროექტი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის ფინალშია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შემუშავებული საინჟინრო მიმართულების 8 პროექტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის მეორე ეტაპის გავლის შემდეგ, კონკურსის ფინალში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
26 ოქტ

სოციალური ინოვაციების კონკურსი სტუდენტებისთვის

სოციალური ინოვაციების პლატფორმა  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)-ის  ახალი ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER. პროექტის მიზანია სოციალური ინოვაციების, სოციალური მეწარმობის და სოციალური საწარმოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა
26 ოქტ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მოსწავლეთა მიღებას იწყებს

17-31 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის `მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში“ (მსა) მიღება  ცხადდება
26 ოქტ

ჩანდიგარის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამა

ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University - CU) (ინდოეთი) აცხადებს აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას, რომელიც 2021 წლის 18 იანვრიდან 9 აპრილამდე გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ხანგრძლივობა 1 კვირიდან 12 კვირამდეა

ყველა სიახლე