06 მაი

Sage-ის ბაზაზე სტატიების გამოქვეყნის სემინარი

გაცნობებთ, რომ SAGE-ის ბაზაზე სტატიების გამოქვეყნების მიმართულებით EIFL-ის ორგანიზებით ჩატარდება სემინარი. 
06 მაი

Oxford University Press

გაცნობებთ სასიამოვნო სიახლეს, რომელიც შეეხება ახალ შეთანხმებას EIFL-სა და Oxford Academic (Oxford University Press)-ს შორის.

ყველა სიახლე

ციტირების მონაცემთა ბაზები

Scopus

არის რეფერირებადი ლიტერატურის აბსტრაქტებისა და ციტირებების უმსხვილესი ბაზა, რომელიც აღჭურვილია სამეცნიერო კვლევების ძიების/კონტროლის, ანალიზის და ვიზუალიზაციის ჩაშენებული ბიბლიომეტრიული მექანიზმებით. ბაზა მოიცავს 22800-ზე მეტ რეცენზირებად პერიოდულ ჟურნალს 5000 საერთაშორისო გამომცემლისგან ფუნდამენტურ, ზოგადსაგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ტექნიკურ, სამედიცინო და ხელოვნების სფეროდან. Scopus შეიცავს 69 მლნ ჩანაწერს 1788 წლიდან და 1.4 მილიარდ ციტირებულ რეფერენს 1970 წლიდან.

Web of Science

ამერიკული კორპორაცია Clarivate Analytics-ის (2016 წლამდე Thompson Reuters) საძიებო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო პუბლიკაციებისა და პატენტების რეფერატიულ მონაცემთა ბაზებს, მათ შორის ურთიერთციტირებულ მასალებს. Web of Science მოიცავს საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, საზოგადო, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებს. იძლევა ძიების, სტატისტიკური ანალიზისა და ბიბლიოგრაფიური ინფორმაციის მართვის საშუალებას.

Google Scholar

ამერიკული კორპორაცია Google-ის ყველა სამეცნიერო დარგის და ნაწარმოების ყველა ფორმის უფასო საძიებო სისტემა. სისტემა მწყობრშია 2004 წლის ნოემბრიდან.

Google Scholar-ი ასრულებს მსოფლიო მასშტაბით არა მხოლოდ ონლაინ დოკუმენტების ძიებას, არამედ ბიბლიოთეკების კატალოგებში აღნუსხულ გამოცემებზე.

„სამეცნიერო“ ძიების შედეგების გენერაცია ხდება სრული ტექსტური ჟურნალების სტატიებში, ტექნიკურ ანგარიშებში, პრეპრინტებში, დისერტაციებში, წიგნებში სხვა დოკუმენტებში და ვებ-გვერდებზე, რომლებიც „სამეცნიერო“ კატეგორიას მიეკუთვნება განთავსებული მინიშნებების (სხვა დოკუმენტებზე ბმულებით) გამოყენებით.

ძიების შედეგს Google Scholar აჩვენებს ბიბლიოგრაფიული აღწერის ფორმით სტატიების ბმულების დართვით. Google Scholar ითვლის ავტორის ციტირების სხვადასხვა ინდექსს მის ბაზაში ჩართული ინფორმაციის გამოყენებით.  

Google Scholar ციტირების ინდექსების აპარატის კორექტული მუშაობისთვის ავტორმა უნდა შექმნას პერსონალური პროფილი.