დადგენილება №503
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს
2011 წლის 13 ივლისის
დადგენილება №503
სტუ-ს ბიბლიოთეკის დებულების
მე-14 პუნქტის ცვლილებასთან
დაკავშირებით
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ადგენს:
სტუ-ის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დაცვის მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალოს ამავე ბიბლიოთეკის დებულების მე-14 პუნქტის შეცვლა და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციის: „საბიბლიოთეკო ფონდიდან წიგნის (ჟურნალის) დაკარგვის შემთხვევაში აბონენტი ბიბლიოთეკას ზარალს უნაზღაურებს თანხის გადახდით. თანხის რაოდენობა განისაღვრება ფორმულით: დაკარგული ერთეულის ღირებულებას დამატებული 50 (ორმოცდაათი) ლარი“.
ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, შეტანილ იქნეს შესაბამისი შესწორება „სტუ-ის ეთიკის, კოდექსსა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებში“.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ა. ფრანგიშვილი
აკადემიური საბჭოს მდივანი გ. სალუქვაძე