09 აგვ

ახალი წიგნები

2021 წელს ივლისში მიღებული ლიტერატურის ნუსხა.                 

28 ივლ

წიგნი საჩუქრად

პროფესორმა მარინე ჯეირანიშვილმა სტუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნის "ტექნიკური თერმოდინამიკა" 10 ეგზ...
ყველა სიახლე

მოკლე ინფორმაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა  უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულია მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეების ტექნიკური, საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები.

ფონდში ასევე დაცულია ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიც ფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესის  წარმოსადგენად. ფონდში შეხვდებით ბროკჰაუზისა, ლარუსის,  გრანტის უნიკალურ ენციკლოპედიებს.

ბიბლიოთეკის წიგნსაცავში ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე შექმნილი ლიტერატურაა დაცული. რამდენიმე მილიონსაბიბლიოთეკო ერთეულს შორის არის როგორც წიგნები, ისე პერიოდული გამოცემები. ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნებისა და ჟურნალების ელექტრონული ბაზა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დანერგილია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "KOHA" (http://opac.gtu.ge/), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაში არსებული როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლიტერატურის მოძიება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აქვთ წვდომა ელექტრონულ რესურსებზე.