Search the site

სიახლეები

05/07/2021 Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი - ვებინარი Jean Monnet კონკურსის შესახებ
12 მაისს, 15:00 საათზე,  Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი (NEO) დაინტერესებულ პირებს (განსაკუთრებით მათ, ვინც ამზადებს Jean Monnet კონკურსისთვის მოდულის, კათედრის ან center of excellence აპლიკაციებს) სთავაზობს FB live ჩართვას Jean Monnet კონკურსის შესახებ

05/06/2021 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - „სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება

05/05/2021 თურქეთში განათლების, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციალური მეცნიერებების შესახებ USBILIM პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
10-14 მაისს, მარდინში (თურქეთი) განათლების, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციალური მეცნიერებების შესახებ USBILIM პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

05/05/2021 ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის ონლაინ საზაფხულო სკოლა პროექტის მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით
2021 წლის 12-16 ივლისს რუმინეთის კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი (Babeș-Bolyai University in Cluj-Napoca) სტუდენტებისთვის აწყობს ონლაინ საზაფხულო სკოლას პროექტების მენეჯმენტის საკითხებში

05/05/2021 კონკურსი აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award 2021, ინტერკულტურული კომპეტენციის მიმართულებით
ცხადდება კონკურსი აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award 2021, ინტერკულტურული კომპეტენციის მიმართულებით

05/05/2021 JUNIA ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა - გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და აკადემიური თანამშრომლებისთვის
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წევრი JUNIA ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა (ლილი, საფრანგეთი) სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ისწავლება ფრანგულ, ინგლისურ ენებზე, ან მათი კომბინაციით

05/05/2021 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, „ფიროსმანის სმარტ სტენდი“ შექმნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი) დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 159 წლისთავს პროექტი - „ფიროსმანის სმარტ სტენდი“ მიუძღვნა. აღნიშნული პროექტი სტუ-ის ფაბლაბმა თავისი ახალი, ელექტრონული სურათის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

05/02/2021 ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, თანამშრომლებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
აღდგომის მადლმა სიხარულით აავსოს ჩვენი გულები, მოგვმადლოს სიკეთით სავსე  ცხოვრება და ჯანმრთელობა, გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა

04/28/2021 ინფორმაცია უქმე დღეებისა და 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შუასემესტრული გამოცდების შესახებ
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, უქმე დღეებია გამოცხადებული. შესაბამისად, ამ პერიოდში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო აქტივობები არ ჩატარდება

04/28/2021 SCAC მცირე კვლევითი წამახალისებელი საგრანტო პროგრამა 2021
კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი (მდგრადი კავკასია), პროექტის- "კლიმატის ცვლილებებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში (SCAC)", ფარგლებში აცხადებს მცირე კვლევით წამახალისებელ საგრანტო პროგრამა 2021-ს

04/28/2021 უძრავი ქონების საბროკერო კომპანია სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს
უძრავი ქონების საბროკერო კომპანია Myclient.ge  სტუდენტებისთვის ბროკერის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

04/27/2021 საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქპატენტმა, საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა (საქპატენტი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ორმხრივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

04/27/2021 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავლის საერთაშორისო პროექტები განიხილეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა მომავლის საერთაშორისო პროექტების განხილვა, რომლებსაც უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრები და დოქტორანტები ამუშავებენ. დასრულებულ პროექტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, გერდა ჰენკელის (გერმანია), ფოლკსვაგენის (გერმანია) და პოლონეთის ნაციონალურ ფონდებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

04/26/2021 ფოტოკონკურსი - „ფოტოისტორიები „რეგიონიდან“
ორგანიზაცია „თავისუფალი ასოციაცია“ და  ფრიდრიხ ებერტის ფონდი ფოტოკონკურსს აცხადებენ. ფოტოკონკურსი პროექტის - „ფოტოისტორიები „რეგიონიდან“ ფარგლებში განხორციელდება, სადაც  მონაწილეობა შეუძლია  მიიღოს ნებისმიერმა ახალგაზრდამ   რომელიც ფოტოხელოვნებით არის დაინტერესებული

04/26/2021 იაპონიის მთავრობის 2022 წლის სტიპენდიები (საბაკალავრო პროგრამა და მკვლევარის პროგრამა
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2022 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში

04/24/2021 ორგანიზაცია "კრისტალი" ვაკანსიას აცხადებს
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი"  მონაცემთა ინჟინერის  პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

04/24/2021 კომპანია „აპტოსი“ სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს
კომპანია „აპტოსი“ ტექნიკურ დეპარტამენტში  დამამათავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს

04/24/2021 VII საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური (ეკო) ტექნოლოგია, მეწარმეობა და რეგიონული განვითარება” (IECOTERD)
2021 წლის 12 ოქტომბერს, კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა) გაიმართება VII საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური (ეკო) ტექნოლოგია, მეწარმეობა და რეგიონული განვითარება” (IECOTERD)

04/23/2021 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას ყოველწლიურად აფართოვებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძესა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდნენ, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შესახებ ესაუბრნენ და უახლესი მიღწევები გააცნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

04/23/2021 საერთაშორისო კონფერენცია -„სივრცითი მონაცემები-მეცნიერება და ტექნიკა 2021“
24-26 მაისს,  ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „სივრცითი მონაცემები-მეცნიერება და ტექნიკა 2021“ გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია მოსკოვის (რუსეთის) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МИИГАиК) მიერ


1 - 20 სულ 4274
პირველი | წინა. | 1 2 3 4 5 | შემდეგი | ბოლო