ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
პროფესორი თინათინ კაიშაური
ტელ: 5 99 14 20 80
ელ.ფოსტა:
t.kaishauri@gtu.ge
ნათელა ჩხაიძე
ტელ: (+995 32) 364075; 64-73
ელ. ფოსტა:
n_chkhaidze@gtu.ge
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად, აწარმოებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებისა და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატურ შეფასებას.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
- სისტემატურად აფასებს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამენიერო-კვლევით პროცესებს;
- მონაწილეობს პროგრამული ატესტაციისათვის ფაკულტეტის მომზადებაში;
- ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;
- ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენების გზით.