2010 წელს შეიქმნა და დღესაც ფუნქციონირებს „IT-კონსალტინგის სამეცნიერო-კვლევის ცენტრი“ (პროფ. გ. სურგულაძე). ცენტრის მიზანია:
- IT-სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საინჟინრო-საპროექტო და საკონსულტაციო-მეთოდური შეკვეთების შესრულება
- კორპორაციული მართვის სისტემების ბიზნეს-პროცესების ობიექტ-ორიენტირებული მოდელირების, ანალიზის, დაპროექტებისა და პროგრამული რეალიზაციის უახლესი მეთოდებისა და ინსტრუმენტების კვლევა, მათი სრულყოფა და ადაპტაცია პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად
- კორპორაციული მართვის სისტემებისთვის მოთხოვნილებათა ანალიზის და სტრატეგიული განვითარების გეგმების აგების პროცესების ავტომატიზაცია მეცნიერული კონსალტინგის მეთოდებისა და IT–ინფრასტრუქტურის დანერგვის ბაზაზე
- ინფორმატიკის დიდაქტიკის მიმართულების განვითარება, ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი და ეფექტური სწავლების მეცნიერული მეთოდიკის დამუშავების მიზნით
- სამეცნიერო სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზება და მათში მონაწილეობა
- საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული ჟურნალების, კონფერენციის მასალების და ფაკულტეტის თანამშრომელთა სხვა სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემა
- საერთაშორისო სამეცნიერო შრომების თემატური კრებულის "მართვის ავტომატიზებული სისტემები" პერიოდული გამოცემა (რედაქტორი პროფ. გ.სურგულაძე)