მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სიახლეები

16 იან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 100 წელი შეუსრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლის გახდა.  საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.
29 ოქტ

არჩევნების დღე უქმეა

ხვალ ყველამ უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მივიდეთ არჩევნებზე.
12 ოქტ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებსა და კოლეგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

ძვირფასო სტუდენტებო და პროფესორ-მასწავლებლებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი.
06 ოქტ

ძვირფასო სტუდენტებო,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წელს იწყებს ჰიბრიდულ რეჟიმში. რაც სალექციო/სასემინარო კურსის – ონლაინ რეჟიმში, ხოლო ლაბორატორიული სამუშაოების კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, დასწრებულ რეჟიმში წარმართვას გულისხმობს. ამასთან, ყველა საგნის გამოცდა და ტესტირება, უნივერსიტეტში ჩატარდება
05 ოქტ

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდების საფაკულტეტო რანჟირების დოკუმენეტები (დამატებითი ჩარიცხვა)

სტუ-ში 2021/2022 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდების საფაკულტეტო რანჟირების დოკუმენეტები (დამატებითი ჩარიცხვა)
ყველა მთავარი სიახლე
26 იან

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023

საფრანგეთის მთავრობა, კამპუს ფრანსი და განათლების საერთაშორისო ცენტრი მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად, ქართველ სტუდენდებს საფრანგეთში სტიპენდიებს სთავაზობენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე სრული დაფინანსება მოიპოვონ.
26 იან

ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის ონლაინ საზაფხულო სკოლის კურსები რუმინულ ენასა და ცივილიზაციასთან დაკავშირებით

2022 წლის 11-29 ივლისს, რუმინეთის კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი (Babeș-Bolyai University in Cluj-Napoca) სტუდენტებს რუმინულ ენასა და ცივილიზაციასთან დაკავშირებით, ტრანსილვანიის საერთაშორისო ონლაინ საზაფხულო კურსებს სთავაზობს.
26 იან

კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტი ბიზნესის კვლევებსა და მენეჯმენტში I საერთაშორისო კონფერენციას- „COVID-19 პანდემიით გამოწვეული აქტუალური პრობლემები“ უმასპინძლებს

2022 წლის 26-27 მაისს კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტში (ტოლედო, ესპანეთი) ბიზნესის კვლევებსა და მენეჯმენტში პირველი საერთაშორისო კონფერენცია: „COVID-19 პანდემიით გამოწვეული აქტუალური პრობლემები“ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორები რომის უნივერსიტეტი „ტორ ვერგატა“ და უნივერსიტეტი კასტილია-ლამანჩა არიან.
25 იან

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის 15 სტუდენტი ქართულ-ამერიკულ კომპანიაში CA design U.S. გაივლის სტაჟირებას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის 15 სტუდენტი, აღნიშნული ფაკულტეტის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ჩატარებული გასაუბრების შედეგად, ქართულ-ამერიკულ კომპანიაში CA design U.S. გაივლიან სტაჟირებას.  
25 იან

ზამთრის სპორტული ღონისძიება ერზრუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში

2022 წლის 17-დან 20 მარტის ჩათვლით, თურქეთში, ერზრუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ETU) ზამთრის სპორტული ღონისძიება ჩატარდება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.
25 იან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი)

ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń - NCU) (ტორუნი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში, განმეორებით აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
25 იან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლ'აკვილას უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ლ’აკვილას უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ) (ლ'აკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).
25 იან

საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტი 2022 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას იწყებს

16 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი, მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაციით გაიხსნა.
ყველა სიახლე
18 ნოე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს

განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 16 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 231 98 74.

22 ოქტ

ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 24 და 25 ნოემბერს, 1000-დან 1700 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა N5 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა), ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, პირველი სართული, ოთახი N130, საკონტაქტო ტელეფონი: 595 65 80 27
13 ოქტ

ვაკანსია უფროსი მასწავლებლის პოზიციებზე

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს ინგლისური ენის და რუსული ენის უფროსი მასწავლებლის პოზიციებზე
12 ოქტ

ღია კონკურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად
24 აგვ

უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ