დეპარტამენტის შესაძლებლობები
გეოლოგიური პროფილის სამუშაო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მაღალი კვალიფიკაციისა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლებს, მათ განკარგულებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით ასრულებდნენ და კვლავაც შეუძლიათ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად შეასრულონ შემდეგი სახის სამუშაოები:
1. საველე-გეოლოგიური გამოკვლევები, გეოლოგიური აგეგმვა, გეოლოგიური რუკების შედგენა, მყარი (მადნეული და არამადნეული) და თხევადი (მინერალური და სასმელი წყლები) წიაღისეულის შესწავლა (ქიმიური და მინერალური შედგენილობის დადგენა), საბადოების დაძიება და მარაგების გამოთვლა;
2. მაგმური, მეტამორფული და დანალექი მადანშემცველი ქანების, აგრეთვე მადანგამოვლინებების პეტროგრაფიული, ლითოლოგიური, მინერალოგიური და გეოქიმიური შესწავლა;
3. ქანების, მადნებისა და ნიადაგის ქიმიური და გეოქიმიური კვლევა;
4. არქეოლოგიური ქვიური და ლითონური მასალის ქიმიური და მინერალოგიური კვლევა;
5. სამშენებლო, მოსაპირკეთებელი, სანახელავო და საიუველირო ქვების შესწავლა;
6. სხვადასხვა დანიშნულების სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, ქანებისა და გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ლაბორატორიული კვლევა;
7. ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები, წყალამღები ნაგებობების დაპროექტება, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების საბადოების შესწავლა, მარაგების გამოთვლა და წყლის სინჯების ქიმიური ანალიზი;
8. ბუნებრივი რესურსების შესწავლა და მათი ეკონომიკური შეფასება;
9. გეოტურისტული მარშრუტების დაგეგმვა, გზამკვლევების შედგენა და გეოტურების განხორციელება;
10. გეოეკოლოგიური სამუშაოები, პროექტების განხორციელება, რისკების შეფასება და მონიტორინგი;
11. საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური მონაცემებისა და შესაბამისი რუკების დაზუსტება, მათი დამუშავება გეოსაინფორმაციო სისტემებით (GIS) და მათი ერთიანი საბაზო მონაცემების შექმნა;
12. მადანგამოვლინებებისა და საბადოების მომზადება აუქციონზე გასატანად.
გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში ფუნქციონირებს ქიმიური, მინერაგრაფიის, მინერალოგიის, ჰიდროგეოლოგიის, პეტროგრაფიისა და გრუნტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების საგამოცდო ლაბორატორიები, საშლიფე სახელოსნო. ლაბორატორიები აღჭურვილია, როგორც შედარებით მოძველებული ხელსაწყო-მოწყობილობებით: ატომურ-აბსორბციული ანალიზატორით AAS-30, სპექტროფოტომეტრით SPECORD 40, მიკრორენტგენოსტრუქტურული ანალიზატორით CAMEBAX MICROBEAM, რენტგენოსტრუქტურული ანალიზატორით DRON-3, ქანებისა და გრუნტების ფიზიკური და მექანიკური თვისებების მზომი ხელსაწყოებით, ბინოკულარით МБ-10, ასევე თანამედროვე პოლარიზაციული მიკროსკოპით AMSCOPE PZ 300T, AMSCOPE PZ 600T, POLAM-312 და არეკლილი სინათლის მიკროსკოპით MP-3, რენტგენოფლუორესცენტული ანალიზატორით EDX3600B, GPS ნავიგატორებით, კომპიუტერებით და სხვა.
საქართველოში ჯერ კიდევ არცთუ იშვიათია არაკვალიფიციურად შესრულებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რომლებსაც გარკვეული ზიანი მოაქვთ ადამიანებისთვის და გარემოსთვის.
კვალიფიციურად შესრულებული სამუშაოები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოში დაუსაბუთებელ მშენებლობათა და ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შედეგად განპირობებულ სერიოზულ გართულებებს, რაც ხშირად გამოწვეულია დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ არასწორად დაპროექტებული და შესრულებული საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოებით. შესაბამისად, შედეგიც ხშირად კატასტროფულია.
დეპარტამენტში სამეცნიერო კვლევებს ასრულებენ დარგში წამყვანი მინერალოგები, პეტროგრაფები, მადნების სპეციალისტები, ჰიდროგეოლოგები, გეოეკოლოგები, ინჟინერ გეოლოგები, ამგეგმავები, გეოდეზისტები, მარკშეიდერები და სხვა დარგის სპეციალისტები. მათ მიერ წლების განმავლობაში შესრულებულია მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი, გრანტები, საექსპერტო-სადიაგნოსტიკო და სახელშეკრულებო თემები.
ლაბორატორიათა ნაწილი აკრედიტებულია და აკმაყოფილებს სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის მოთხოვნებს. ახალი ხელსაწყოების შეძენის შემთხვევაში სხვა ლაბორატორიებიც გაივლის ISO-ს შესაბამის აკრედიტაციას. ლაბორატორიებში კონკრეტულ სამუშაოებს ძირითადად ასრულებენ ჩვენი სპეციალისტები:
1. ქანებისა და გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თავისებურებების განსაზღვრა;
(გ.მ.მ. კანდიდატი, პროფესორი ზურაბ კაკულია; აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ლევან გორგიძე; აკადემიური დოქტორი ნატა გაჩეჩილაძე, დოქტორანტი შორენა ჩიხრაძე);
2.მინერალების, ქანების, მადნებისა და ნიადაგების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა რენტგენოფლუორესცენტული მეთოდით;
(აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ოლღა სესკურია; ქ.მ. კანდიდატი ინეზა ქუთელია; დოქტორანტი ნათია ინანაშვილი);
3. მადნებისა და მადანგამოვლინებების შესწავლა;
(გ.მ.მ დოქტორი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე; ასისტენტ პროფესორი მანანა ჯაფარიძე);
4. ქანებისა და გრუნტების პეტროგრაფიული და ლითოლოგიური აღწერა;
(გ.მ.მ კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ირინე ფარადაშვილი; გ.მ.მ კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ია ახვლედიანი; გ.მ.მ კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი სულხან გველესიანი; სპეციალისტი ნანა იკოშვილი);
5. ჰიდროგეოლოგიური ექსპერტიზა; წყლის სინჯების ქიმიური ანალიზი;წყლის აგრესიულობა ბეტონისა და არმატურის მიმართ;
(გ.მ.მ კანდიდატი, პროფესორი მარინე მარდაშოვა; გ.მ.მ კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ნანა ზაუტაშვილი; აკადემიური დოქტორი, ასისტენტ პროფესორი ნანა ქიტიაშვილი);
6. ქანებისა და მინერალების მინერალური და რენტგენოფაზური ანალიზი;
(გ.მ.მ დოქტორი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე; სპეციალისტი ზაზა იაშვილი; აკადემიური დოქტორი ნინო ჯაფარიძე; გ.მ.მ, მოწვეული პროფესორი ვაჟა გელეიშვილი);
7. კეთილშობილი ლითონებისა ქიმიური შედგენილობის დადგენა;
(ქ.მ. კანდიდატი ირინე გვალია; ქ.მ. კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა გაჩეჩილაძე; დოქტორანტი ნათია ინანაშვილი);
8. ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების დიაგნოსტიკა;
(ასოცირებული პროფესორი ხათუნა გაჩეჩილაძე; ასოცირებული პროფესორი ია ახვლედიანი; ასოცირებული პროფესორი სულხან გველესიანი; აკადემიური დოქტორი ოლღა სესკურია; დოქტორანტი ნათია ინანაშვილი);
9. გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოები;
(აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი შალვა გეგია; გ.მ.მ კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი დავით ბლუაშვილი; გ.მ.მ კანდიდატი, პროფესორი შალვა კელეპტრიშვილი);
(ქ.მ.დ მარატ ციცქიშვილი; ტ.მ. კანდიდატი დიმიტრი აბზიანიძე).