გეოლოგიის დეპარტამენტი

ყველა სიახლე

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი 2005 წლის 7 მარტს რექტორის ბრძანებით (583/03) შეიქმნა. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში გაერთიანებულია ხუთი ადრე არსებული კათედრა:
1. მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის 
   კოორდინატორი – ასოცირებული პროფესორი სულხან გველესიანი;   
2. გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კოორდინატორი – პროფესორი შალვა       
    კელეპტრიშვილი;
3. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიის და ძიების მიმართულება
   კოორდინატორი - პროფესორი ვაჟა გელეიშვილი;
4. ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულება კოორდინატორი -       
     პროფესორები მარინა მარდაშოვა და ზურაბ კაკულია;
5. სამთო-გეოლოგიურ და ქიმიურ მეტალურგიულ საწარმოთა მენეჯმენტის
    კოორდინატორი - ასოცირებული პროფესორი გელა ლობჟანიძე.
სამეცნეირო-კვლევითი ცენტრი ,,გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი’’. (#362)
 გეოლოგიური პროფილის სამი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია-მუზეუმი:
1. სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი – მუზეუმის გამგე მანანა ტაბატაძე;
2. გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმი – მუზეუმის გამგე ირმა კოკოლაშვილი;
3. მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი – მუზეუმის გამგე რუსუდან მეტრეველი;
“გამოყენებითი გეოლოგიის” დეპარტამენტში ამჟამად 17 კონკურსს გავლილი პროფესორი, 4 მოწვეული პროფესორი, 8 მასწავლებელი, 4 უფროსი ლაბორანტი, 10 ლაბორანტი, 3 მუზეუმის გამგე, 1 სპეციალისტი და  7 მეცნიერ თანამშრომელია. 
მიმართულებისა და სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლები სასწავლო პროცესთან ერთად ეწევიან სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
III კორპუსი საქართველო, თბილისი 0171, 
კოსტავას ქ. #77, ტელ: 2 36-52-77