საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის და ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტების I კურსის სტუდენტების მიერ სრული პროფესორის რეზო კლდიაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის სხვადასხვა სკოლებში, რომლებშიც სწავლობდნენ წარმოდგენილი ფაკულტეტების სტუდენტებიატარებდნენ სემინარებს თემაზე -
“წყალი და მისი ხასიათი”, რომლის ელექტრონულ ვერსიას საჩუქრად გადასცემენ სკოლებს. სემინარები ჩატარდა: სურამის, ახალციხის, სოფელ მისაქციელის, სოფელ კოდის, გურჯანიის, სოფელ ხატევანის, თელავის სკოლებში. აქცია
”სტუ-ის სტუდენტები-სკოლას”გრძელდება. განსაკუთრებული მადლობა სტუდენტებს: უჩა მჭედლიშვილს (ჯგ.
№2262), თორნიკე გიქოშვილს (ჯგ. №2261), №4230 ჯგუფის სტუდენტებს: კესარია მეფარიშვილს, თამარ რეხვიაშვილს, გიორგი ნაზარაშვილს, გიორგი ბეგიაშვილს, ნათია გედევანიშვილს, ბექა ნონიაშვილს, თათია შაშიაშვილს, ნუგზარ ჯაფარიძეს, დეა რევაზიშვილს, სოფიკო ცისკარიშვილს, ნუნუ ჯანგიძეს, ირინე გოგნაძეს, ირინე ხაჩიძეს, მაია რეხვიაშვილს, თამთა გუცაშვილს, ნინო ჩოთალიშვილს, მერი ქურასბედიანს, ანა კილასონიას. მადლობა სკოლის ქიმიის პედაგოგებს და აქციის მასპინძლებს.
7 ივნისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტთან არსებული “გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრმა” ჩაატარა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე: ”ეკოლოგიური პრობლემები და ახალგაზრდობა”. სემინარი ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში, III სართულზე, საკონფერენციო დარბაზში.
5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა" (UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.
2013 წელს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა „დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი “ რომელიც გარემოს დაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვები და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.