RMG-ის სტიპენდია სტუ-ს სტუდენტებისთვის
დღეს RMG-ის თბილისის ოფისში, კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 11 წარჩინებული სტუდენტი გამოავლინეს, რომლებიც წლის განმავლობაში ყოველთვიურად "RMG-ის სტიპენდიას" მიიღებენ. სტიპენდიანტებს სამახსოვრო სიგელები კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და გარემოს დაცვის დირექტორმა მიხეილ კვარაცხელიამ გადასცეს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. "RMG-ის სტიპენდიას" 2018 წლის მანძილზე სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის რვა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი მიიღებს. #არემჯისსტიპენდია #არემჯისტუდენტებისთვის