24 ივლ

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის III კურსის, 4790ა ჯგუფის სტუდენტები: ანა თოფურია და როინ ბერულავა საამკინძაო ლაბორატორიაში საწარმოო პრაქტიკაზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიაში უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის დადებულ მემორანდუმის ფარგლებში.
08 ივლ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის

გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შპს გეფა ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის დაგეგმა ონლაინ შეხვედრა.
შეხვედრის დრო- 28 ივლისი, 13:00 -სთ. ლინკზე შეომოსასვლელად, სტუდენტს ჩამოტვირთული უნდა ჰქონდეს ZOOM-ის აპლიკაცია. შემდგომ, ლინკზე მაუსის დაკლიკვით შეძლებენ შეხვედრაზე შემოსვლას.

Time: Jul 28, 2020 13:00

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/81159118541?pwd=S1Nsd0NPWkFqS3lkYm1OTVMxb0YvUT09

03 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს ქიმიაში ახალ პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებს სექტემბრიდან ახალ პროექტს სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს


05 ივნ

შეხვედრა პსპ-სთან. 9 ივნისი 17:00 სთ


შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeL8Vvj-AO-NkcnSi28dszwq6ozrkA1uVZ8DM9tnwDNklCUng/viewform

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 231 444 სოფო; 591 902 412 თიკო;

სიახლეების სრულად ნახვა

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული -

სალექციო კურსი მასალათმცოდნეობაში

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

 

06-06-201821-25 მაისს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის უნივერსიტეტების 48 წარმომადგენელი, მათ შორის სერბეთიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონდურასიდან, მექსიკიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სურინამიდან, ეთიოპიიდან, გვატემალადან, კოლუმბიიდან, მონტენეგროდან, კოსტა რიკიდან, ურუგვაიდან და ა.შ.

Erasmus+ საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებმა დაათვალიერეს სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი, კამპუსები, ლაბორატორიები, დაესწრნენ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, სადაც ფაკულტეტისა და ლაბორატორიების ხელმძღვანელებმა უნივერსიტეტის სტუმრებს გააცნეს თავიანთი მიღწევები სასწავლო და სამეცნიერო სფეროში.
ასოც. პროფ. თამარ ლოლაძე ესტუმრა უახლესი აპარატურით აღჭურვილ ნანოტექნოლოგიების ლაბორატორიას და კატოვიცეში არსებულ მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის და ტრანსპორტის ფაკულტეტებს. მან დაათვალიერა ფაკულტეტებთან არსებული ლაბორატორიები, გაეცნო პოლონელი კოლეგების მდიდარ გამოცდილებას.
სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის ფარგლებში თამარ ლოლაძემ უნივერსიტეტის კატოვიცეს კამპუსში მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე მასალათმცოდნეობის სპეციალობის დოქტორანტებს წაუკითხა საჯარო ლექციები თემებზე: კომპოზიციური მასალები, ნანოფხვნილები და დანაფარები, სპეციალური დანიშნულების მასალები. სტუდენტებთან მან ასევე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და   ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო აქტივობების შესახებ და მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში.

პროფ. იანუშ რიხტერთან, პროფ. ალექსანდრ სლადკოვსკისთან, სხვა პოლონელ კოლეგებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განხლილული იქნა სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვირეული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-ს პროფესორი იქნა შერჩეული.