სიახლეები
არქივი

სამშენებლო ფაკულტეტზე გაიხსნა ახალი დეპარტამენტი
განცხადება
სამშენებლო ფაკულტეტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2017 წლის 23 იანვარს 1000–1700 სთ-მდე, სტუ-ს I კორპუსში, V სართულზე, სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, დანიშნულია სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატი:
1. პროფესორი დავით გურგენიძე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული, სსიპ სტუ-ს წესდების თავი III, მუხლი 17, პუნქტი პირველის საფუძველზე სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.
ამომრჩეველმა არჩევნებზე უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ფაკულტეტის საარჩევნო კომისია
საკონტაქტო ტელეფონი 595-54-55-28
დოქტორანტების, ხელმძღვანელების და
დეპარტამენტის ხელმძღვანელების სყურადღებოდ!
გთხოვთ 2016 წლის 10 დეკემბრიდან 20 დეკემბრის
ჩათვლით წარმოადგინოთ პირველი კურსის
დოქტორანტებისათვის სადისერტაციო თემები ს
სათაურები , დეპარტამენტის სხდომის ოქმის ამონაწერთან
ერთად( ელექტროვერსიის და ამობეჭდილის სახით)
დ.ტაბატაძესთან .
სადისერტაციო საბჭოს
სწავლული მდივანი დ.ტაბატაძე
---------------------------------------------------------------------------------------
ფაკულტეტების დეკანების არჩევნები - 2016
ზოგადი მოთხოვნები ასარჩევი კანდიდატების მიმართ:
· ყოფილმა დეკანებმა, რომლებიც კვლავ იყრიან კენჭს, წარმოადგინონ გასულ ოთხ წელიწადში შესრულებული სამუშაოს ანგარიში - რა ქონდათ დაგეგმილი და რა შედეგი მიიღეს, რის გაკეთებას აპირებენ მომავალში.
· კანდიდატებმა, რომლებიც პირველად იყრიან კენჭს, წარმოადგინონ ფაკულტეტის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და რის გაკეთებას აპირებენ მომავალში.
არჩეულმა დეკანებმა წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ შესრულებული სამუშაოს ანგარიში: რა ღონისძიებები გაატარეს და რა შედეგი მიიღეს.
ზოგიერთი საკითხი, რომელთა განხორციელებაც მიზანშეწონილია ფაკულტეტებზე:
1. სასწავლო აუდიტორიების ელექტრონული სისტემებით აღჭურვა
2. საფაკულტეტო ბიბლიოთეკების ფონდის აღჭურვა-განახლება
3. სამუშაო ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/მოდიფიცირება
4. საგანმანათლებლო პროგრამების ლიტერატურის ბაზის განახლება/შექმნა
5. ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება
6. სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროს ორგანიზება და უზრუნველყოფა სახარჯი მასალებით
7. ინოვაციური პროექტების ფონდის შექმნა
8. ბიზნეს-პროცესების მართვის და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა
9. პროფესორ-მასწავლებელთა სტიმულირების ბონუსური სისტემის დანერგვა
10. მზრუნველთა საბჭოს შექმნა
11. შუალედური ტესტირებების და დასკვნითი გამოცდების სრულად გადაყვანა ელექტრონულ პლათფორმაზე
12. სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის განვითარება
13. მექანიზმების შექმნა ინდივიდუალურ სასწავლო გრაფიკზე მყოფი სტუდენტების სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებისათვის
14. მექანიზმების შემუშავება სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებისათვის
15. საფაკულტეტო ბიუჯეტის გამჭირვალობის უზრუნველყოფა
16. საფაკულტეტო ვებ-გვერდების განახლება და ამოქმედება
---------------------------------------------------------------------------------------
დოქტორანტების, ხელმძღვანელების და დეპარტამენტის ხელმძღვანელების საყურადღებოდ!
გთხოვთ 2016 წლის 10 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით წარმოადგინოთ პირველი კურსის დოქტორანტებისათვის სადისერტაციო თემების სათაურები, დეპარტამენტის სხდომის ოქმის ამონაწერთან ერთად (ელექტროვერსიის და ამობეჭდილის სახით) დ.ტაბატაძესთან.
სადისერტაციო საბჭოს
სწავლული მდივანი დ.ტაბატაძე
---------------------------------------------------------------------------------------
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობის დადგენილება!
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დებულების შესაბამისად, სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობის გადაწყვეტილებით
2016 წლის 29 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო დებულების შესაბამისად არჩევნები ჩატარდება პირდაპირი არჩევის წესით.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას კანდიდატად რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს 2016 წლის 16 ნოემბრის 10:00 საათიდან - 22 ნოემბრის 18:00 საათამდე.
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
2016 წლის 28 ოქტომბერს 15 საათზე(აუდიტორია 227 (222) შედგება სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს სხდომა.
სხდომის თავმჯდომარე : ლევან კლიმიაშვილი
მდივანი : დემურ ტაბატაძე
დღის წესრიგი:
1.2016-2017 სასწავლო წელს ჩარიცხული დოქტორანტებისათვის ხელმძღვანელების დანიშვნა.
2.ხელმძღვანელის შეცვლა, თანახელმძღვანელის დანიშვნა და თემის სათაურში ცვლილების შეტანა.
3.ასოცირებული პროფესორებისათვის დოქტორანტის ხელმძღვანელობის ნებართვა.
---------------------------------------------------------------------------------------
გილოცავთ ახალ 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებას
2016 წლის 23 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე გაიმართა პროფესორ, ზურაბ გედენიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და მისი სახელობის აუდიტორიის გახსნა





-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
