სტუდენტთათვის

გაიმართა თვითშეფასების დანართების შემოწმების ვორქშოპი

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს სტუს-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, Zoom ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა- ვორქშოპი - უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების დანართების (თანდართული დოკუმენტების ) შემოწმებასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი- ბატონი დავით მახვილაძე. ვორქშოპს ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოდის სამსახურის თანამშრომლები, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის და პროგრამის ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სრულიად გადასულია ონლაინ სამუშაო რეჟიმზე.
ყურადღება ცვლილებაა
!!!
ცვლილება შევიდა ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია"-ში. ინსტრუქციის განახლებული რედაქცით ნახვა შეგიძლიათ ბმულზე გადასვლით <<<ბმული >>>საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მცირე და საშუალო ბიზნესი ევროკავშირის ქვეყნების ბიზნესის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს, რაც ცხადყოფს ბიზნესის ნახსენები კატეგორიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის სტრატეგიათა სიცოცხლისუნარიანობისათვის.
ევროკავშირის საქმიანობის მთავარი მიმართულება მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა, რაც მრავალი პროგრამის მეშვეობით ხორციელდება.
ევროკავშირის სისტემაშემქმნელი პროგრამებია:
-
ჰორიზონ 2020 (Horizon 2020[1])
-
ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდები (ESIF[2])
-
მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული პროგრამა (COSME[3])
ცნობილია, რომ ევროკავშირის პრაქტიკაში ბიზნესის პირდაპირი დაფინანსება არ ხდება. სამეწარმეო ინიციატივები ფინანსდება ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ ორგანოებთან თანამშრომლობითა და საფინანსომედიატორების მეშვეობით, რომლებიც სხვადასხვა საფინანსო მეთოდოლოგიით აფინანსებენ ბიზნესს. თუმცა, ევროკავშირის სპეციალური პროგრამების დანერგვასა და პოლიტიკის განხორციელებისას პროექტებისდაფინანსებას ევროკავშირი პირდაპირი წესით ახორციელებს.
[1] https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/
[2] http://ec.europa.eu/contracts_grants/funds_en.htm