სტუდენტთათვის

03
იან

2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
პროგრამების აკრედიტაცია

2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
23
დეკ

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
გილოცავთ
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ინოვაციის დასახელება: გაზსადენებიდან გაზის დანაკარგების განსაზღვრა.
მოკლე ანოტაცია: მეთოდი საშუალებას იძლევა მყისიერად გამოვთვალოთ გაზის ტექნიკური დანაკარგი, თუ ვიცით გაზის მიღებული რაოდენობა და გაზსადენებში წნევის საშუალო სიდიდე. ეს მეთოდი იძლევა საშუალებას, გავიგოთ, თუ რა რაოდენობის გაზი დაგვეკარგა, ან დაგვეკარგება მომავალში იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზსადენებში წნევას შევცვლით.
ინოვაციის დასახელება: სამშენებლო პროცესების, კონსტრუქციების და შენობა-ნაგებობების ოპტიმალური გადაწყვეტა
მოკლე ანოტაცია: ვარიანტული დაპროექტების ხერხით, განხილული და გამოვლენილია ოპტიმალური ტექნოლოგიური გადაწყვეტები კონკრეტული სამშენებლო პროცესების, კონსტრუქციების და შენობა-ნაგებობებისათვის.
ინოვაციის დასახელება: გრუნტების გამაგრების ხერხი
მოკლე ანოტაცია: მოცემულ სიღრმეზე გრუნტში ჭაბურღილების ან ინიჟექტორების საშუალებით იჭირხნება 130°C -170°C ტემპერატურის მქონე გოგირდის ნალღობი.
ინოვაციის დასახელება: ყალიბი სხვადასხვა კონფიგურაციის დამცავი შემზღუდავი კედლების დაბეტონებისათვის
მოკლე ანოტაცია: სპეციალური კონსტრუქციის და მოხაზულობის ყალიბი შეიძლება გამოყენებული იყოს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში “კედელი გრუნტში” მეთოდის გამოყენების დროს, გრუნტის წყლების ფილტრაციის საწინააღმდეგო კედლების მშენებლობისას;
ინოვაციის დასახელება: ნაგებობების აგების ტექნოლოგია მოუხსნელი ყალიბებით
მოკლე ანოტაცია: ტექნოლოგია გამოიყენება მცირესართულიანი და მარავალსართულიანი კარკასული შენობების აგებისათვის. ასეთი ტიპის მოუხსნელი ყალიბები, დაბეტონების შემდეგ, რჩება როგორც შენობის ნაწილი და ამით ამაღლებს შემომზღუდავი და სხვა კონსტრუქციული თბოსაიზოლაციო და მოსაპირკეთებელი მასალებისაგან დამზადებული ელემენტების თბოფიზიკურ მახასიათებლებს.
მოუხსნელი ყალიბები საშუალებას იძლევა დაიყვანოს მინიმუმამდე გარე-და შიგა-მოსაპირკეთებელი სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესები და ოპერაციები, შეამციროს კონსტრუქციის აგების ვადები.
ინოვაციის დასახელება: ენერგო-და რესურსდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენება მონოლითურ მშენებლობაში
მოკლე ანოტაცია: მზის ენერგია არის ენერგომატარებლის უჩვეულო სახე, რომლის გამოყენება ბეტონის წარმოების ტექნოლოგიაში წარმოადგენს აქტუალურ პრობლემას. მზის ენერგიის გამოყენების მიზნით ჰელიოტექნიკური მოწყობილობების და სისტემების დამუშავება, მონოლითურ მშენებლობაში, იძლევა ბეტონის გამყარების ინტენსიფიკაციის და მშენებლობის ვადების შემცირების ფართო პერსპექტივებს.