სტუდენტთათვის

03
იან

2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
პროგრამების აკრედიტაცია

2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
23
დეკ

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
გილოცავთ
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ინოვაციის დასახელება: ქართული მუზეუმი ვირტუალურ სივრცეში .
მოკლე ანოტაცია: მუზეუმი ვირტუალურ სივრცეში წარმოადგენს ქართული სამუზეუმო რელიკვიების სამგანზომილებიანი სკანირების შედეგად მიღებული ზუსტი მოდელების გამოფენას ვებსივრცეში შესაბამისად დაპროგრამებული და გაფორმებული გარსის მეშვეობით.
ინოვაციის დასახელება: ურბანული განვითარების ობიექტებზე ( ტერიტორია და შენობა - ნაგებობები ) გარემოს ენერგეტიკული ზემოქმედების ამსახველი CAD პროგრამულ პაკეტებთან თავსებადი ალგორითმების პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტირებული სისტემის შემუშავება
მოკლე ანოტაცია: განიხილება გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების კონცეპტუალური და პრაქტიკული ასპექტები CAD სისტემებში რეალიზებულ ალგორითმებში, რომელთა ადაპტაცია შესაძლებელია გარემოს ენერგეტიკული ზემოქმედების სფეროში არსებული პრობლემების კვლევისა და პრაგმატული ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიცაა: ინსოლაციის, განათებულობის, სითბური გამოსხივების ეფექტის გამოკვლევა, დაჩრდილვის კონტურის განსაზღვრა, აგრეთვე ატმოსფერული და სხვა ფიზიკური მოვლენების აღწერის შესაძლებლობა სივრცული გარდაქმნის მოდიფიკატორების მეშვეობით.
ინოვაციის დასახელება: თბილისის კლიმატური პირობებისათვის დეკორატიული მრავალწლიანი ნარგავების CAD პროგრამულ პაკეტებთან თავსებადი ილუსტრირებ ული კატალოგ - კლასიფიკატორის შედგენა .
მოკლე ანოტაცია: თბილისის კლიმატური პირობებისათვის CAD პროგრამულ პაკეტებთან თავსებადი დეკორატიული მრავალწლიანი ნარგავების ილუსტრირებული კატალოგ-კლასიფიკატორის შედგენა თანამედროვე ინფორმაციული საშუალებების (მონაცემთა ბაზების, 3D ვიზუალიზაციისა და ვებ- ტექნოლოგიების) გამოყენებით.
ინოვაციის დასახელება: უძრავი ქონების ღირებულების ზედაპირის შედგენა
მოკლე ანოტაცია: კონკრეტული ტრანსაქციების, მოთხოვნა-მოწოდების ანალიზის, ნორმატიული დოკუმენტაციების და პროგნოზირებადი საპროექტო წინადადებების ანალიზის შედეგად საწყისი ინფორმაციის მოპოვება, სტატისტიკური დამუშავება და სივრცეში განფენილი მონაცემთა ბაზის გეომეტრიული ინტერპრეტაცია.
ინოვაციის დასახელება: ხუროთმოძღვრების ვაკანსიების შევსება
მოკლე ანოტაცია: ხუროთმოძღვრების იმ ვაკანსიების შევსება, რომელიც გაჩნდა ფილისოფიისა და ესთეტიკის ადგილზე, ახალი ინტელექტუალური ინვესტიციის ჩადება და პრაქტიკული რეალიზაცია (მასა, კედელი, სვეტი, კიბე, ჩარჩო, რიდე).
ინოვაციის დასახელება: საქართველოს კურორტებისა და ტურიზმის ქა ლაქ თ მშენებლობითი განვითარების პრინციპები
მოკლე ანოტაცია: საკურორტო და ტურისტული ქალაქთმშენებლობითი სტრუქტურები განიხილება საქართველოს კონკრეტული ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.