სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის საკონკურსო ადგილები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მიწის, წყლის და ტყის რესურსების და ეკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
2. ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების და ტურიზმის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული;
3. მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული.
დამატებითი მოთხოვნები თითოეული საკონკურსო თანამდებობისათვის:
1. მიწის, წყლის და ტყის რესურსების და ეკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის 1 საშტატო ერთეულზე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ფლობდეს გამოცდილებას მიწის რესურსების მართვის, მიწათმოწყობის, მიწის კადასტრის, მიწის ღირებულების შეფასების, მიწის რესუსრების გამოყენების, სატყეო მეურნეობის მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემათა კვლევის სფეროში;
2. ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების და ტურიზმის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის 0.5 საშტატო ერთეულზე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსებისა და ტურიზმის პრობლემათა კვლევის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლის, ასევე სწავლული მდივნის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
3. მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის 0.5 საშტატო ერთეულზე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ფლობდეს გამოცდილებას სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობი, ბუნებრივი აირი) მოპოვება-გადამუშავებისა და ეფექტიანად გამოყენების პრობლემათა კვლევის სფეროში.