საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სტუდენტი სალომე ონიანი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობით იმყოფებოდა ინგლისის კილის უნივერსიტეტში. როგორც Erasmus+ სტუდენტი, ის სწავლას აგრძელებდა კილის უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში, კილის უნივერსიტეტის კომპიუტინგისა და მათემატიკის ფაკულტეტზე.