საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტ „ტალღა“-ს სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტ „ტალღა“-ს სამეცნიერო საბჭო აცადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად:
I. განცხადებების მიღებისა და კონკურსების ჩატარების ვადები
II. საკონკურსო პირობები
III. კონკურსის ჩატარების წესი
შენიშვნა: აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ დირექტორის - ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა შესაბამის საკონკურსო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან 2018 წლის 2 ივლისის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება;