28 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა ალიკანტეს უნივერსიტეტის (ესპანეთი)
ლექტორი დავიდ ისრაელ მენდეზ ალკარაზი (David Israel Méndez Alcaraz).
ესპანელმა ლექტორმა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციების კურსი ისეთ თემებზე, როგორიცაა გრძივი ტალღები, ინტერფერენცია, არეკვლა და რეფრაქცია (დისპერსია), პოლარიზაცია, დიფრაქცია და დოპლერის ეფექტი.
აღსანიშნავია, რომ დავიდ ისრაელ მენდეზ ალკარაზი ალიკანტეს უნივერსიტეტის პოლიტექნიკური სკოლის ლექტორია. მისი ლექციების კურსი სტუ-ში Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ესპანეთის უნივერსიტეტი.
მობილობის ფარგლებში სპეციალობით ასტროფიზიკოსი ესპანელი მეცნიერი შეხვდა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. სტუმარმა მოინახულა სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და გაეცნო მიმდინარე საგანმანთლებლო და სამეცნიერო პროცესებს, დაათვალიერა საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორია, ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.
დავიდ ისრაელ მენდეზ ალკარაზმა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარადგინა პრეზენტაცია
ალიკანტეს უნივერსიტეტის შესახებ. მან, ასევე, ისაუბრა თავის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე ასტროფიზიკის სფეროში.
მობილობის პერიოდში სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით გათვალისწინებული იყო კულტურული ღონისძიებები, რომლის
ფარგლებშიც ესპანელმა სტუმარმა დაათვალიერა თბილისი, მცხეთა, ისტორიული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.