სტუ-ს სტუდენტები გერმანიაში - ლაბორატორიული კურსი "ნეიტრონული გაბნევა 2018"
სტუ-ს სტუდენტები გერმანიაში - ლაბორატორიული კურსი "ნეიტრონული გაბნევა 2018"
01-06-2018
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტები ნათია ბერიაშვილი და ალექსანდრე მუჯირიშვილი მიწვეულნი არიან გერმანიაში, რიგით 22-ე ლაბორატორიულ კურსზე - ნეიტრონული გაბნევა 2018 (22nd JCNS Laboratory Course-Neutron Scattering 2018), რომელიც გაიმართება 3-14 სექტემბერს.
ლაბორატორიული კურსი ორგანიზებულია იულიხის კვლევითი ცენტრისა (Forschungszentrum jülich - JÜLICH) და აახენის უნივერსიტეტის მიერ (RWTH Aachen University).
სტუდენტები სალექციო კურსს გაივლიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევით ცენტრში, ხოლო საექსპერიმენტო სამუშაო წარიმართება გერჩინგში (Garching, Munich), ჰანს მაიერ ლაიბნიცის ნეიტრონული კვლევის ცენტრში (Heinz Maier-Leibnitz Zentrum MLZ).
სტუდენტები გაეცნობიან ნეიტრონული გაბნევის ინსტრუმენტებს და მეთოდის დანერგვის ხერხებს თანამედროვე მეცნიერებაში. საგულისხმოა, რომ მათ საშუალება ექნებათ, დაესწრონ ექსპერიმენტს და მიიღონ ინსტრუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
ლაბორატორიული კურსის საბოლოო მიზანს ნეიტრონის გაბნევის ექსპერიმენტულ ტექნიკისა და მათ სამეცნიერო პოტენციალზე რეალისტური საფუძვლების მიცემა წარმოადგენს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.