25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული ფაკულტეტის დაარსებიდან რიგით მე-2 კონფრენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, ასევე, უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. კერძოდ, პროფ. ვილჰელმ ჰოიზერი (ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი); პროფ. ანდრეას ბრანტი, სტუ-ის საპატიო დოქტორი, ბერლინის ბიუროს უფროსი (ბერლინის უნივერსიტეტი); ასოც. პროფ. იულია დუვეი და ასოც. პროფ. იულია პაპჟი (დნეპროპეტროვსკის ეროვნული უნივერსიტეტის მენეჯმენტის დეპარტამენტი); პროფ. გალინა ფილიუ (ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერისტეტის ეკონომიკური საწარმოების კათედრის გამგე); დოცენტი გალინა კუზმენკო, უკრაინის დამსახურებული ეკონომისტი (ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი); პროფ. გალინა ლოპუშნიაკი (გეტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი); პროფ. ლეონიდ შმაევიჩი (ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი); აკადემიური დოქტორი ივანა ჩაიკოვსკა (პოლონეთის კრაკოვის უნივერსიტეტი).
კონფერნციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს გლობალიზაციის პირობებში ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე და წარმოადგინეს თავიანთი მეცნიერული და პრაქტიკული ხედვა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის თავისუფალი განვითარების და მისი სოციალიზაციის საკითხებს. ეს იყო არა მარტო დასაბუთებული კონცეფციების წარმოდგენა, არამედ კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლებისადმი. საბოლოოდ, კონფერენციაზე მოხდა მოწინავე შეხედულებების ურთიერთგაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება და ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
