ახალგაზრდა ლიტველმა მეცნიერმა ლექციები წაიკითხა სამშენებლო ფაკულტეტზე. მისი სალექციო კურსის თემას წარმოადგენდა სასმელი წყალი და მისი დამუშავება. რამუნე ალბრეკტიენემ ქართველ სტუდენტებთან ისაუბრა სასმელი წყლის ხარისხზე ლიტვაში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში, შესაბამის ლაბორატორიებში მუშაობის სპეციფიკაზე, სასმელი წყლის გასუფთავების ტექნოლოგიებზე. ასევე, შეხვდა ფაკულტეტის თანამშრომლებს და გაეცნო ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს.
მობილობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებთან. მან დაათვალიერა სტუ-ს პოპულარული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა. სამსახურის ორგანიზებით მონაწილეობა მიიღო კულტურულ ღონისძიებებში.