სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“
სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“
16-05-2018
13 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც მიეძღვნა პროფესორ გიორგი (გია) შაიშმელაშვილის ხსოვნას.
კონფერენცია გაიხსნა დოკუმენტური ფილმის „მკვლევარი“ ჩვენებით, რომელიც მოგვითხრობს გიორგი (გია) შაიშმელაშვილის მიერ განვლილ შემოქმედებითი მოღვაწეობის გზას. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის დავით აბულაძის ინიციატივით ფილმი გადაიღო რეჟისორმა ბექა ავარსკიმ. ფილმის ჩვენების შემდგომ გია შაიშმელაშვილი მოიგონეს მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა. სიტყვით გამოვიდნენ დავით აბულაძე, გიორგი სალუქვაძე, ნიკოლოზ შავიშვილი, გოჩა მიქიაშვილი, გეგი შაიშმელაშვილი და სხვა.
სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის პრობლემებს. მასში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლებმა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.