საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სტუ-ში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სტუ-ში
10-05-2018
10 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ესტუმრა.
ბატონი ზალკალიანი შეხვდა ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მან შეხვედრაზე სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნები და პრიორიტეტები გააცნო, გაიმართა დისკუსია და განხილული იქნა ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობები და ამ მიმართებით არსებული თანამედროვე გამოწვევები და გლობალიზაციის პროცესში მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირში და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკა.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.