Erasmus+ - სალექციო კურსი მათემატიკური სტატისტიკისა და ხელოვნური ინტელექტის აქტუალურ საკითხებზე კილის უნივერსიტეტში
Erasmus+ - სალექციო კურსი მათემატიკური სტატისტიკისა და ხელოვნური ინტელექტის აქტუალურ საკითხებზე კილის უნივერსიტეტში
08-05-2018
4-10 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მართვის ავტომატიზებული სისტემების დეპარტამენტის პროფესორი ქართლოს ყაჭიაშვილი და ამავე ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თეა თოდუა ერაზმუს+ პროგრამის KA107 გაცვლითი პროექტის ფარგლებში კილის უნივერსიტეტს (დიდი ბრიტანეთი) სტუმრობდნენ.
სამუშაო ვიზიტის განმავლობაში ქართველი მეცნიერები შეხვდნენ კილის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო აკადემიურ მობილობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს და განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განხილული იქნა ქართველი სტუდენტებისთვის კილის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობები.
ქართველმა პროფესორებმა კილის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარეს საჯარო ლექციები მათემატიკური სტატისტიკისა და ხელოვნური ინტელექტის აქტუალურ საკითხებზე, ასევე, წარადგინეს პრეზენტაციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სტუ-ს პროფესორების დიდ ბრიტანეთში ვიზიტი განხორციელდა ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია კილის უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.