ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუ-ში
ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუ-ში
01-05-2018
30 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლები: ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ადრიანა სლავჩევა, ERASMUS+ კოორდინატორი სორენ ფოსტერი და პროფესორი მარიო ნოიგებაუერი.
სტუ-სა და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის უკვე 2 წელია მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა DAAD-ის პროექტის „უნივერსიტეტი-ბიზნესი თანამშრომლობა“ ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტმა გაიარა საწარმოო პრაქტიკა გერმანულ კომპანიაში Community4You. ამასთან ერთად, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განხორციელდა სტუ-ს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირება და ამ თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა სასწავლო სილაბუსების განახლება-მოდიფიკაცია საინფორმაციო ტეექნოლოგიების (IT) მიმართულებით.
მიმდინარე ვიზიტი მიზნად ისახავს სტუ-სა და ცვიკაუს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების მოძიებას. სტუ-ს რექტორის მოადგილესთან მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილთან შეხვედრისას განხილული იქნა ტექნოლოგიების ტრანსფერისა და კომერციალიზაციის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელთან, პროფ. ოთარ ზუმბურიძესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს, მათ შორის Erasmus+ და Horizon2020 პროგრამებში ერთობლივად მონაწილეობის შესაძლებლობებს.
არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი მარიო ნოიგებაუერი 1 - 3 მაისს სტუ-ში ჩაატარებს სემინარებს, თემაზე „თანამედროვე საინფორმაციო სისტემები და დიდ მონაცემთა ბაზები“.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.