ტურინის უნივერსიტეტის სტიპენდიების პროგრამა საერთაშორისო ვიზიტორი პროფესორებისა და მკვლევრებისთვის - 2018-19 სასწავლო წელი
ტურინის უნივერსიტეტის სტიპენდიების პროგრამა საერთაშორისო ვიზიტორი პროფესორებისა და მკვლევრებისთვის - 2018-19 სასწავლო წელი
07-04-2018
ტურინის უნივერსიტეტი (The University of Turin – UNITO, ტურინი, იტალია) აცხადებს კონკურსს სტიპენდიების პროგრამაზე საერთაშორისო ვიზიტორი პროფესორებისა და მკვლევრებისთვის, 2018-2019 სასწავლო წლისთვის.
კონკურსში შერჩეული პროფესორი/მკვლევარი ტურინის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს წაუკითხავს ლექციებს 1-3 თვის განმავლობაში.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.
კონკურსი ტურინის უნივერსიტეტში წელს უკვე მეოთხედ ტარდება. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარმა, საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტმა ნინო ადამაშვილმა (ხელმძღვანელი - პროფ. ოთარ ზუმბურიძე), რომელმაც 2017 წლის გაზაფხულზე სამი თვე გაატარა ტურინის უნივერსიტეტში და იტალიელი პროფესორის ხელმძღვანელობით ჩაატარა კვლევა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.