უსინათლოთა სკოლა- პანსიონის მოსწავლეები ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე
უსინათლოთა სკოლა- პანსიონის მოსწავლეები ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე
28-03-2018
27 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის
სისტემების ფაკულტეტზე გაიმართა შეხვედრა თბილისის 202-ე საჯაროს სკოლის (უსინათლოთა და მცირედმხედველთა სკოლა-პანსიონი) მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.
უსინათლოთა და მცირედმხედველთა სკოლა-პანსიონის 9 მოსწავლე და 3 მასწავლებელი გაეცნო SCADA-სისტემების, კომპიუტერული ქსელების, ციფრული სისტემების, ფიზიკისა და ვირტუალური მოდელირების ლაბორატორიებს. მოსწავლეებმა ჩაატარეს მცირე ექსპერიმენტები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფ. ია მოსაშვილის მიერ. მასთან ერთად შეხვედრას უძღვებოდნენ ფაკულტეტის პროფესორები: გელა გოდერძიშვილი, მაგული ბედინეიშვილი, დავით სონღულაშვილი, ქეთევან კოტრიკაძე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გამოითქვა სკოლა-პანსიონის მოსწავლეებთან მჭიდრო კავშირების დამყარებისა და სხვადასხვა სასწავლო აქტივობაში მათი ჩართულობის სურვილი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.