საჯარო ლექცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტექნოლოგიები ცენტრალური კოლხეთის ნოქალაქევისა და ციხეგოჯის მაგალითზე“
საჯარო ლექცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტექნოლოგიები ცენტრალური კოლხეთის ნოქალაქევისა და ციხეგოჯის მაგალითზე“
28-03-2018
22 მარტს საჯარო მმართველობის კვლევით ინსტიტუტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა საჯარო ლექცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტექნოლოგიები ცენტრალური კოლხეთის ნოქალაქევისა და ციხეგოჯის მაგალითზე“. სტუდენტებს ლექცია წაუკითხა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, პროფ. დავით ლომიტაშვილმა (ვინჩესტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).
ლექციაზე მოწვეულნი იყვნენ: ვინჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარი კოლხეთის მონაკვეთზე - მეთიუს პალმერი; ნოქალაქევის ექსპედიციის მონაწილე, მკვლევარი - ნიკოლოზ მურღულია; საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნინო ქებურაძე; კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კახეთის მიმართულების კოორდინატორი - დალი აბაშიძე.
ლექცია მიეძღვნა კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ქვეყნის მართვის პოლიტიკური ინსტრუმენტისა და არქეოლოგიური აღმოჩენების კუთვნილების საკითხს. საქართველო კულტურულ ფასეულობათა დაცვის ჰააგის კონვენციის მონაწილე ქვეყანაა და ვალდებულია, კულტურული მემკვიდრეიბის 16 მიმართულებას უპატრონოს. ნოქალაქევისა და ციხეგოჯის არქეოლოგიური კვლევების მაგალითზე ნაჩვენები იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომპლექსური, მულტიდისციპლინური განვითარების მნიშვნელობა გეოპოლიტიკური პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟმში წარიმართა და სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენეტისა და კულტურის პოლიტიკის საკითხებზე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.