ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის
17-03-2018
17 მარტს, „შეხვდი დამსაქმებელს“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აფხაზეთის ა/რ-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, დეპუტატები და ასევე, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის აპარატის პასუხისმგებელი პირები.
ღონისძიება გახსნა ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფ. ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ხაზი გაუსვა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ირაკლი გაბისონია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მთავრობის 2015-2017 წლების ანგარიში, სადაც მან დეტალურად მიმოიხილა განხორციელებული პროექტები.
შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მწვავე დისკუსია მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.