16 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინიჟრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა შეხვედრა EASY TRAVEL ("იზი თრეველ ეჯენსი") კომპანიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სააგენტოს "პერიტუს გრუპი" წარმომადგენლებთან.
საგულისხმოა, რომ ლევან ინაშვილი და ელდარ პირმისაშვილი აქტიურად იყვნენ ჩართულები ფაკულტეტზე საზოგადოებრივი ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების პროცესში და მათი ინიციატივით გაფორმებული იქნა სტუდენტთა პრაქტიკის ხელშეკრულება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აღნიშნულ ორგანიზაციებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ივანე ჯაგოდნიშვილი, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.