ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კონკურსი სტუდენტებისთვის
ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კონკურსი სტუდენტებისთვის
08-03-2018
ბრიტანეთის საბჭო და საგანმანათლებლო სააგენტო ELL იწვევს სტუდენტებს ინგლისური ენის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომლის გამარჯვებულიც დიდ ბრიტანეთში ორკვირიან სასწავლო კურსზე გაემგზავრება.
კონკურსის შედეგად სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ დამოწმებული Aptis სერტიფიკატი და მოიგონ შემდეგი პრიზები:
I ადგილი - ორკვირიანი სასწავლო კურსი დიდ ბრიტანეთში - M.L.S International College. კურსზე წასვლას უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სააგენტო ELL
II ადგილი - iPhone 7
III ადგილი - ლეპტოპი
კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება Aptis ტესტის სერტიფიკატით, რომელიც ასახავს:
სერტიფიკატის მფლობელის ინგლისური ენის ცოდნის დონეს, რომელიც მიესადაგება უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR)
სერტიფიკატის მფლობელის მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
სტუდენტის ასაკი აღემატებოდეს 18 წელს
სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე
კონკურსანტი იყოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი
კონკურსში მონაწილეობის საფასური - 60 ლარი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით.
სარეგისტრაციოდ და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.