პროექტი "ახალგაზრდები ველური ბუნების კონსერვაციის ადვოკატირებისათვის"
პროექტი "ახალგაზრდები ველური ბუნების კონსერვაციის ადვოკატირებისათვის"
08-03-2018
არასამთავრობო ორგანიზაცია "საბუკო“, ევროკომისიის დაფინანსებით და პარტნიორი ორგანიზაციების BSPB (Bulgarian Society For Protection of bird) და DD (Doga Dernegi) დახმარებით, ახორციელებს ორწლიან პროექტს საქართველოში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ტრენინგებს და გაცვლით პროგრამებს ბულგარეთსა და თურქეთში.
ველური ბუნების კონსერვაციით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის ცხადდება მიღება პროექტში: "ახალგაზრდები ველური ბუნების კონსერვაციის ადვოკატირებისათვის".
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
დასწრება ორ სართაშორისო ტრენინგზე ველური ბუნების დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით
სტაჟირება საბუკოს პარტნიორ ორგანიზაციებში თურქეთსა და ბულგარეთში
ეკოჰაბების დაფუძნება
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლის ახალგაზრდებს, სასურველია, საბუნებისმეტყველო, ტურიზმის და იურიდიული მიმართულების სპეციალობით. პრიორიტეტი მიენიჭება რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
მონაწილეობა უფასოა და პროექტში მონაწილეობის ხარჯები სრულად ანაზღაურდება.
პროექტში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს ონლაინრეგისტრაცია.
პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.