23 - 26 თებერვალს ნიურნბერგში (გერმანია) ჩატარდა საერთაშორისო ღონისძიება გაერთიანებული ერების ბაიერნის მოდელი - BaYern MUN 2018. ღონისძიებაში მსოფლიოს 70 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმომადგენლები: ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე და სტუდენტები ბაჩო კვირკველია, ლოლიტა კაროუკინა, ანა ანდრიაძე, სალომე ნემსიწვერიძე, მარიამ ამილახვარი და თორნიკე სონღულაშვილი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციის პირველ და მეორე სესიაზე წარადგინეს მოხსენებები ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე მდგარი გამოწვევები, გენდერული თანასწორობის დაცვა და თავისუფალი წვდომა გარემოზე, კერძოდ, წყლისა და ჰაერის დაბინძურების რისკებზე.
სტუდენტები შესაბამის კომიტეტებში გადანაწილდნენ და ღონისძიების დასასრულს მიიღეს რეზოლუცია. კონფერენცია 26 თებერვალს დასრულდა. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
აღნიშნულ კონფერენციაში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ასისტენტ-პროფესორის მონაწილეობა სრულად დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.