12 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ plagiat.pl პოლონური კომპანიის წარმომადგენლები ალი თაჰმაზოვი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და ოლგა შარაპკინა, ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
პოლონელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფაკულტეტების დეკანები.
სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენაცია ანტიპლაგიატური მომსახურების შესახებ და განიხილეს უმაღლესი სასწავლებლებისთვის განათლების ხარისხისა და ინტელექტუალური საკუთრების და დაცვის გაუმჯობესების შესაძლებლობები შეთავაზებული პროგრამის მიხედვით.
პოლონურმა კომპანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესთავაზა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სტუ-ს შესაბამისი სამსახურები შეძლებენ, რეგულარულად შეამოწმონ ყველა საჭირო დოკუმენტი და მათში შემავალი ფაილების ფიქსირებული რაოდენობა და სიმბოლოები.
აღინიშნა, რომ ანტიპლაგიატის სისტემა დოკუმენტების შემოწმების მნიშვნელოვანი და სრულყოფილი ინსტრუმენტია, რომელიც ადარებს და ანალიზს უკეთებს სიტყვებსა და ფრაზებს არსებული მონაცემთა ბაზების მეშვეობით. ამასთან, სისტემა ადგენს დოკუმენტებში შინაარსის ნებისმიერ ცვლილებას. სისტემა ინტეგრირებულია სხვადასხვა სარედაქციო სისტემებით, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.