საერთაშორისო კვირეული გაიმართება 2018 წლის 5-9 მარტს.
კვირეულის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ ტრადიციებსა და კულტურას, ამასთანავე, წაუკითხონ ლექციები და სემინარები ვილნიუსის კოლეჯის/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს (მინიმუმ 8 აკადემიური საათი). ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურ-კულტურული პროგრამაც.
ვილნიუსის კოლეჯის/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია 2018 წლის 15 თებერვლამდე.
საერთაშორისო კვირეულის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სავალდებულო სარეგისტრაციო ფორმა, პროგრამა და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.