25 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა პრაქტიკული სემინარი/ვორკშოპი ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელსაც
უძღვებოდა გერმანიის კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი კრისტინ ბუდინი (საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური).
პროფ. ბუდინის პრეზენტაცია შეეხებოდა ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ერაზმუს+ გაცვლით პროექტში, რომლის კოორდინატორია კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის პრაქტიკულ დეტალებთან დაკავშირებით.