სტუ-ს პროფ. მერაბ ახობაძის მოხსენება კალიფორნიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სემინარზე
სტუ-ს პროფ. მერაბ ახობაძის მოხსენება კალიფორნიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სემინარზე
25-01-2018
კალიფორნიის უნივერსიტეტში (აშშ) დაგეგმილ ყოველწლიურ საერთაშორისო სემინარში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი მერაბ ახობაძე.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული სემინარი ყოველწლიურად იმართება ამერიკაში, სადაც მომხსენებლებს არჩევენ კონკრეტული სამეცნიერო სფეროს წევრები. ღონისძიების მიზანია ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელების შედეგებისა და მიღწევების წარმოჩენა.
პროფ. ახობაძე არაერთხელ ყოფილა მიწვეული აღნიშნულ სემინარზე. ამჯერად კალიფორნიის უნივერსიტეტში მისი მოხსენების თემა იქნება "ურბანული სისტემების მათემატიკური მოდელირებისა და მართვის საკითხები".
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.