სტუ-ს პროფესორები 2018 წლის მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესზე
სტუ-ს პროფესორები 2018 წლის მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესზე
12-01-2018
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორები (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) დავით ნატროშვილი (დეპარტამენტის უფროსი), ალექსანდრე მესხი და შაქრო ტეტუნაშვილი მონაწილეობას მიიღებენ 2018 წლის მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესში, რომელიც რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია) გაიმართება.
სტუ-ს პროფესორებმა გაიმარჯვეს მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესის კონკურსში, რომელიც კონგრესის ორგანიზატორებმა 2016 წელს გამოაცხადეს და რომელიც ითვალისწინებდა სამოგზაურო გრანტის მოპოვებას 2018 წლის მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესზე დასასწრებად.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული ღონისძიება იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ და მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი მათემატიკოსები. ამავე ღონისძიებაზე ხდება ფილდსის მედალოსნების გამოვლენა და დაჯილდოვება. ფილდსის მედალი გახლავთ ნობელის პრემიის შემცველი მათემატიკაში (მათემატიკაში ნობელის პრემია არ გაიცემა).
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამარჯვებულ მათემატიკოსთა შორის საქართველოს ექვსი მოქალაქეა და მათ შორის სამი - ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკოსები. აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებულმა სტუ-ს პროფესორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით წარსდგენ წინა მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესზეც, რომელიც 2014 წელს სეულში (სამხრეთ კორეა) გაიმართა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.