22-24 დეკემბერს "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში ჩატარდა მედიაჰაკათონი "ინოვაცია ონლაინმედიაში", რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისიტეტისა და მედია ჰოლდინგ "პალიტრა მედიის" მხარდაჭერით გაიმართა.
მედიაჰაკათონის მონაწილეები გამოცდილ ქართველ და უცხოელ მენტორებთან ერთად თავიანთ იდეებსა და ტექნოლოგიურ რესურსებზე მუშაობდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა მედიას დახმარებას - კონტენტის შექმნაში, მის მონეტარიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდაში.
მედიაჰაკათონში 2-4 პირისგან შემდგარი ჯგუფები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მესამე დღეს ჟიურის თავიანთი ინოვაციური იდეები დეტალურად გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ მედიაჰაკათონის გამარჯვებული (1 ადგილი) გახდა "MiXeR" გუნდის პროექტი, რომლის ტექნიკური მენეჯერი/დეველოპერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ ქანთარია. გუნდის დანარჩენი წევრები არიან ქეთი ქანთარია (პროექტის მენეჯერი, "Beterfly"); სოფო გიორგაძე (UI დიზაინერი) და გიორგი გელაძე (ანალიტიკოსი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
საგულისხმოა, რომ გამარჯვებულმა პროექტმა მოიპოვა სამთვიანი გრანტი 4500 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო ორგანიზატორები კი "ინტერნიუსი - საქართველო" და "ინტერნიუს - ნეტვორქი" იყვნენ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.