Erasmus+ - სალექციო კურსი ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დებრეცენის უნივერსიტეტში
Erasmus+ - სალექციო კურსი ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დებრეცენის უნივერსიტეტში
24-12-2017
27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა რევაზ (ივერი) კაკუბავამ (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წაიკითხა სალექციო კურსი უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტში (University of Debrecen – UD).
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ლექციები წაუკითხა დებრეცენის უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. სალექციო კურსის თემატიკა ეხებოდა სტოქასტური პროცესების გამოყენებას ინფოკომუნიკაციურ ტექნოლოგიებში. პროფ. კაკუბავამ სტუდენტებს, ასევე, ესაუბრა საქართველოზე, მის კულტურასა და ისტორიაზე.
მობილობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტებს შორის ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები.
უნგრეთის უნივერსიტეტში ლექციების კურსი ერაზმუს+ KA1 აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია დებრეცენის უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.