ერაზმუსის სტუდენტური ქსელის ლოკალური სექცია ESN Tbilisi ISU - საინფორმაციო შეხვედრა
ერაზმუსის სტუდენტური ქსელის ლოკალური სექცია ESN Tbilisi ISU - საინფორმაციო შეხვედრა
09-12-2017
12 დეკემბერს, 14:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზი) ერაზმუსის სტუდენტური ქსელის (Erasmus student network- ESN) ლოკალური სექცია ESN Tbilisi ISU ჩაატარებს საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრას, სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას Erasmus+ სასტიპენდიო აკადემიური პროგრამების შესახებ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისთვის.
პრეზენტაციებს გაუძღვებიან ორგანიზაციის აქტიური წევრები და სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა კონკურსში და Erasmus+ სტიპენდიანტები გახდნენ. საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
აღსანიშნავია, რომ ESN არის ერთ-ერთი უდიდესი სტუდენტური ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით, რომელიც აერთიანებს 14 500-ზე მეტ აქტიურ წევრს 38 ქვეყანაში. ESN წარმოადგენს მრავალპროფილურ ორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზნებია: გაცვლით სასწავლო პროგრამებში სტუდენტების ჩართვა, უცხოელი სტუდენტების მხარდაჭერა, მულტიკულტურული გარემოს შექმნის მიზნით სხვადასხვა აკადემიური თუ სოციალური ღონისძიების ორგანიზება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.